LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიდერლანდებში ფულის გათეთრების ბრალდებით უმუშევარი და უსახლ-კარო ქართველი დააკავეს: ჩხრეკისას 12.5 მლნ ევრო ამოიღეს

ნიდერლანდების სამხრეთით მდებარე ქალაქ ენდჰოვენში პოლიციამ დააკავა 35 წლამდე ასაკის ქართველი მამაკაცი, რომელიც უსახლკარო იყო, ხოლო მისი ჩხრეკისას სამართალდამცველებმა 12.5 მილიონი ევრო ამოიღეს. ინფორმაციას ამის შესახებ  ადგილობრივი მედია ავრცელებს.

უცხოური გამოცემის ინფორმაციით, დაკავებული ქართველი დუმილის უფლებას იყენებს და არ საუბრობს საიდან მიიღო აღნიშნული ოდენობის თანხა, მაშინ, როდესაც ის არსად არ მუშაობს და არც მუდმივი საცხოვრებელი ადგილი გააჩნია.

პოლიციამ გაურკვეველი წარმომავლობის ფული ეჭვმიტანილი ქართველის ერთერთი დროებითი თავშესაფრიდან ამოიღო.  ჩხრეკის დროს, პოლიციამ ასევე ამოიღო ორი ცალი ცეცხლსასროლი იარაღი და ფულის სათვლელი მანქანა.

დაკავებულ ქართველს ბრალად ედება ფულის გათეთრება.