LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ვფიქრობ, ,,ზაზანოვაში” გავაკეთო ძალიან საინტერესო კონცერტი” – მაია ბარათაშვილი „არტ-FM“-ში

გადაცემის ლაივი LIVE

9 ივნისს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“  ჯაზის მომღერალი მაია ბარათაშვილი სტუმრობდა, რომელმაც გადაცემის ბოლოს სიმღერა ,,ვარდები არ არიან” ცოცხლად შეასრულა.

გვიამბე თვითიზოლაციაში გატარებული დღეების შესახებ…

მინდა გითხრათ, რომ ეს დრო მაქსიმალურად გამოვიყენე დასვენებისთვის, ვუსმენდი მუსიკებს და სპორტულ ცხოვრებას მივყვები.  ლისის ტბაზე 15 კმ გავიარეთ მე და ჩემმა მეგობარმა და იქედან საბურთალოზე ჩამოვედით ფეხით. მინიმუმ 8 კმ. უნდა გაიაროს ადამიანმა, რომ ფორმაში იყოს. სიარულის დროს ჩვენი ორგანიზმი გამოყოფს ენდორფინებს, რომელიც კარგი განწყობის საწინდარია. განმარტოება ჩემთვის უცხო არ არის, მე ისედაც მარტო ვცხოვრობ, მაგრამ თვითიზოლაცია კიდევ გაფიქრებს ბევრ რამეზე. ძალიან პროდუქტიული აღმოჩნდა ეს პერიოდი რელიგიური ცხოვრებისთვის, ლოცვისთვის, როდესაც გიჭირს ადამიანს, შველას მაშინ ითხოვ. ჩემს საძინებელს ვეძახი კელიას, რადგან ძალიან ლამაზი კუთხე მაქვს ხატების. ნაკლებად ვუსმენდი ინფორმაციას, ვცდილობდი იმდენი რამ გამეგო, რაც ჩემთვის სასარგებლო იქნებოდა.

გიჭირს თუ არა კონცერტების გარეშე?

ბოლოს 3 მარტს მქონდა კონცერტი. დახმარებისთვის კი ძალიან დიდი მადლობა ,,რადიო ჰოლდინგ ფორტუნას”. უკვე ვიწყებ ფიქრს, სად რა შეიძლება გაკეთდეს,  რა თქმა უნდა რეგულაციების დაცვით. ვფიქრობ, რომ  ახალ ,,ზაზანოვაში” გავაკეთო ძალიან საინტერესო კონცერტი. ისინი გადმოვიდნენ ,,თუმანიშვილის თეატრის” ეზოში, ღია სივრცეში.