LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში კორონავირუსით მე-14 პაციენტი დაიღუპა

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა.

გარდაცვლილი 66 წლის მამაკაცია, ის ე.წ „ეროვნული ბანკის“ კლასტერიდანაა.

როგორც ცნობილია, ის ბანკის საცავში მუშაობდა.

პაციენტი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.

ინფორმაციას ლევან რატიანი ადასტურებს.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის შედეგად სულ 14 პაციენტია გარდაცვლილი.