LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წყაროს გარეშე ახალი შემთხვევების გამოჩენა, შიდა გადაცემის გააქტიურებას ნიშნავს: ვახტანგ კალოიანი

კრიტიკული მედიცინის ასოციაციის ხელმძღვანელი, ვახტან კალოიანი მიიჩნევს, რომ რეგულაციების შემსუბუქების შემდეგ მატების გარკვეული მოლოდინი იყო. თუმცა, წყაროს გარეშე ახალი შემთხვევების გამოჩენა, მისი თქმით, შიდა გადაცემის გააქტიურებას ნიშნავს, რასაც დროული და ადექვატური მიდევნება სჭირდება. ამის შესახებ მან “ტვ პირველის” ეთერში ისაუბრა.

ჩვენი ეპიდემიოლოგები, ზოგჯერ რამდენიმე დღის შემდეგ, მაგრამ გადიან პირველწყაროზე და იმედი ვიქონიოთ, რომ ახლაც ასე იქნება…ახლა გამოჩნდება რისი შეძლეა სახელმწიფო და სამედიცინო სტრუქტურა.

თუკი სახელმწიფო და ჯანდაცვის სისტემა თანმიმდევრულ ღონისძიებებს განახორციელებს, რათა თავიდან იქნას აცილებული ინფექციის გავრცელება, არ მგონია, რომ განსაკუთრებული გამკაცრება და არჩევნების გადადება გახდეს საჭირო. ამ ღონისძიებებში შედის ყველა რისკჯგუფის კვლევა, რომელსაც გეგმიური ხასიათი უნდა ჰქონდეს. მაგალითად, ჰოსპიტალურ სამედიცინო სისტემაში. ეპიდემიოლოგიურ მიდევნებაში კარგად გვაქვს საქმე და ეპიდემიოლოგიური სამსახური ამას კარგად ახერხებს. მთავარ პრობლემად ისევ პრევენცია რჩება“- განაცხადა ვახტანგ კალოიანმა.

 

https://www.facebook.com/tvpirveli/videos/321898578816098/