LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სანამ არ მიპოვა და ბავშვი არ ჩამაბარა, ხელი არ გაუშვა” – რას წერს გახარიაზე იმ პატარა გოგონას დედა, რომელიც პრემიერს ჩაეხუტა

სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო, სადაც პატარა გოგონა გიორგი გახარიასთან მიდის და ეხუტება უკვე უამრავმა ადამიანმა ნახა.

ვიდეო: პრემიერის რეაქცია, როდესაც პატარა გოგონა მასთან ჩასახუტებლად მივიდა

ახლახანს გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურმე პრემიერს პატარა გოგონა თავად ჩაუბარებია მშობლისთვის.

მომხდარ ფაქტს ეხმაურება პატარა გოგონას დედა.

ის აღნიშნავს, რომ პრემიერ მინისტრამდე ვერ მივიდა, თუმცა გიორგი გახარიამ თავად იპოვა ბავშვის მშობელი და სანამ მას არ ჩააბარა, იქამდე ბავშვს ხელი არ გაუშვა.

“არანაირი პოლიტიკა, უბრალოდ, ადამიანობა და ყურადღება, როცა ადგნენ ხელი არ გაუშვა, თან წაიყვანა, მე ახლოს ვერ მივედი, რომ გამომეყვანა და მანამ არ გაუშვა ხელი სანამ არ მიპოვა და არ ჩამაბარა,”-წერს გოგონას დედა სოციალურ ქსელში.