„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს.
ინფორმაციას სუს ადასტურებს.
მისივე თქმით, საქმე გიორგი გაბუნიას სავარაუდო მკვლელობას და იმ ფაქტს ეხება, რომ გვარამიამ ამის შესახებ რამდენიმე კვირის განმავლობაში იცოდა და სათანადო ორგანოებს არაფერი შეატყობინა.
