LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

20 ივნისამდე იწვიმებს: უახლესი დღეების ამინდის პროგნოზი

“17 ივნისს, დღის მეორე ნახევრიდან 20 ივნისამდე საქართველოს უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა”, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, საქართველოს მთიან და მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა, ასევე მაღალი ტემპერატურის ფონზე მყინვარების ინტენსიურმა დნობამ შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს.

ამასთან, ქვეყნის მთიან ზონებში მოსალოდნელია მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურებაც.