BMW–ს გერმანული ქარხნის კონვეიერიდან ჰიბრიდული კუპეს i8–ს უკანასკნელი ეგზემპლარი ჩამოვიდა. თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ მოდელის წარმოება 2020 წლის აპრილში დასრულდებოდა, თუმცა კორონავირუსის პანდემიამ მწარმოებლის გეგმებში გარკვეული კორექტივები შეიტანა და კუპეს სიცოცხლე კიდევ რამდენიმე თვით გახანგრძლივდა.
BMW i8–ის სერიული ვერსიის დებიუტი ფრანკფურტის ავტოსალონზე 2013 წელს შედგა, 2014 წლიდან კი მოდელი სადილერო ცენტრებშიც გამოჩნდა. 2020 წლის ზაფხულამდე სულ 20 ათასი ჰიბრიდის აწყობა მოასწრეს.
კუპე ელექტროძრავითა და ბენზინის „ტურბო–სამიანით“ იყო დაკომპლექტებული. მთლიანობაში აგრეგატს 362–374 ცხენის ძალის გამომუშავება შეეძლო. კუპე 0–დან 100 კმ–მდე 4,4 წამში ხურდებოდა და მისი მაქსიმალური სიჩქარე 250 კმ/სთ–ს შეადგენდა.
2018 წელს მოდელმა განახლებაც მიიღო და ელექტორნული ძრავის სიმძლავრე 143 ცხენის ძალამდე გაიზარდა, ელემენტი კი 11,8 კილოვატ/საათიანი გახდა.
