LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე მძლავრი „ტესლა“ ერთი დამუხტვით 647 კილომეტრს გაივლის

კომპანია Tesla–მ წარმოადგინა Model S Long Range Plus, რომელსაც სვლის მარაგი მაქსიმალურად აქვს გაზრდილი. გარემოს დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, ელექტრომობილს დაუმუხტავად 647 კილომეტრის გავლა შეუძლია, როცა წინა მაჩვენებელი მხოლოდ 628 კილომეტრი იყო.

გამძლეობის გასაზრდელად ელექტროქარისთვის ელემენტის შეცვლა არ გახდა საჭირო და ის კვლავ 100 კილოვატ/საათიანი აგრეგატითაა აღჭურვილი. სასურველი შედეგის მისაღწევად ინჟინერებმა Model S Model Y–სთან გააერთიანეს და ელექტრომობილის წონის შემცირება შეძლეს.

გარდა ამისა, სედანს ახალი საბურავებიც დაუმონტაჟეს რათა აეროდინამიკა გაეუმჯობესებინათ. კიდევ ერთი სიახლეა რეკუპერაციის სისტემა, რომელიც ყველაზე დაბალ სიჩქარეზეც კი მუშაობს.

ავტომწარმოებელი ირწმუნება რომ Model S Long Range Plus 0–დან 100 კმ/მდე 3,8 წამში ხურდება, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 249 კმ/სთ–ია.

და ბოლოს, Model S–ის საწყისი ღირებულება 75 ათასი დოლარი იქნება.