LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პანდემიის ფონზე ლონდონის მერმა საკუთარი ხელფასი 10%-ით შეამცირა

პანდემიის ფონზე საქალაქო ბიუჯეტის ხარჯების შესამცირებლად ლონდონის მერმა გადაწყვიტა, საკუთარი ხელფასი 10 %-ით შეამციროს, მერიაში მაღალ თანამდებობაზე მომუშავე პირებს კი დროებით შეუჩეროს ხელფასების მომატება.

სადი ჰანის ხელფასი წელიწადში 152 734 ფუნტია. შესაბამისად, 2020 წელს ის 15 300-მდე ფუნტით ნაკლებ ხელფასს აიღებს. ამის შესახებ arabnews-ი წერს.

ლონდონის მერი ამბობს, რომ კორონავირუსმა გამანადგურებელი გავლენა იქონია ბიუჯეტზე, რომელიც პანდემიამდე შესანიშნავ მდგომარეობაში იყო.

“შემოსავლები ბიზნესისა და მუნიციპალური გადასახადებებიდან მკვეთრად შემცირდა“, – აცხადებს სადიკ ჰანი.

მისივე თქმით, ეკონომიის ხისტი ზომების გატარების მომხრე არ არის, მაგრამ ახლა რომ არ შემცირდეს ხარჯები, ქალაქის ხელმძღვანელობას მოუწევს თანხები პოლიციას, მეხანძრეებსა და სხვა მნიშვნელოვანი სამსახურების თანამშრომლებს ჩამოაჭრას.