საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 9-ით გაიზარდა და 888-ს მიაღწია.
ამის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე განახლდა.
გამოჯანმრთელდა კიდევ 7 ადამიანი და მთლიანობაში ქვეყანაში “კოვიდ 19” უკვე 731-მა ადამიანმა დაამარცხა.
გარდაიცვალა 14 ადამიანი.
ამ ეტაპზე კარანტინის რეჟიმში 2710, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 267 ადამიანი იმყოფება.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კვლავ სამია.
