LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

14 ოპერაციის შემდეგ გიორგი გაბრიჩიძის ოჯახს დახმარება სჭირდება

22 წლის გიორგი გაბრიჩიძეს საზოგადოების ფინანსური დახმარება სჭირდება. ამ თხოვნით ხალხს მიმართავს მისი და, სალომე, რომელიც ვრცელ წერილს აქვეყნებს და მოუწოდებს დახმარების მსურველებს, რომ მათ ოჯახს გვერდზე დაუდგნენ.

„გამარჯობა, მინდა აგიხსნათ ჩემი ტკივილი. დავიწყებ იმით, რომ მთელი ბავშობა დატანჯული ვარ და არასდროს მქონია ბედნიერი ბავშვობა, როგორიც სხვებს აქვს.  ჩემი ძმა გიორგი გაბრიჩიძე 22 წლისაა, დაბადებიდან მისი დიაგნოზი არის ჰიდროცეფალია (ტვინზე წყალი გადადის) გავუკეთეთ 14 ოპერაცია, მათგან ერთ-ერთი ოპერაცია უმძიმესი იყო, ჩავუდგით თავში აპარატი, რომელიც დღემდე აქვს. გიო გამოკეთდა და ჩვეულებრივ ცხოვრების რითმს დაუბრუნდა, ის არის იცით როგორი ადამიანი? ძალიან თბილი, ერთგული, ყურადღებიანი, მუსიკაზე სიგიჟით შეყვარებული, უყვარს ძალიან ეზოში სიარული,  ბავშვები, ცხოველები, უყვარს ყველა ადამიანთან ურთიერთობა. თუმცა დადგა 2019 წლის ოქტომბერი, გათენდა დილა და გიოს მთელი დღის განმავლობაში სტკიოდა ფეხი. ჩვენც შეგვეშინდა,  გიოთი იწყება და ღამდება ყოველი დღე. არ არსებობს სხვა რამ ჩვენს ცხოვრებაში, გიო არის ჩვენი გული და სული. წავიყვანეთ ექიმთან და გიოს რამოდენიმე დღეში დაუსვეს დიაგნოზი იუნგის სარკომა. ამ დღის შემდეგ ყველა ღიმილმა, სიგიჟემ, ყველაფერმა აზრი დაკარგა და დავიწყეთ ისევ ისეთი ბრძოლა, როგორც ბავშობაში ხდებოდა.

დღემდე ვიბრძვით გიოსთვის. მოგმართავთ თქვენ, ძალიან მჭირდება თითოეული თქვენთაგანის გვერდში დგომა, ძალიან მტკივა გული, რომ დედას სახეზე დიდი ხანია ღიმილს ვერ ვხედავ.  მინდა, რომ  დედაც და გიოც ბედნიერები იყვნენ,  ყოველდღე ამას ვთხოვ უფალს. გთხოვთ გულთან მიიტანოთ ჩვენი ოჯახის დარდი და თუნდაც მცირედით დაგვეხმაროთ.  მე მჯერა, რომ გიორგი ისევ ფეხზე დადგება და ყველაფერი ისე იქნება, როგორც უფალს სურს. მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს, ვინც გვერდით დაგვიდექით. ვცდილობ გიო დავიბრუნო ისეთი, როგორიც იყო და მე მჯერა, თქვენი თანადგომით ყველაფერი უკეთ იქნება.

საქართველოს ბანკი

#GE34BG0000000131421618

თიბისი ბანკი

#GE59TB7295545064300014

ბანკომატით ჩარიცხვა: 18001021998

მიმღები: თეა ნაცვლიშვილი (დედა)

დანიშნულება: გიორგისათვის/პრიკოლიჩასთვის

GofundMe: gf.me/u/x8mgar

PayPal: PayPal.me/TikoMamedova“.