ქეით მიდლტონი სამეფო ოჯახის მიერ დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას ონლაინ რეჟიმში განაგრძობს. ამჯერად კემბრიჯის ჰერცოგინია მოულოდნელად Waterloo Primary Academy -ის გაკვეთილზე ჩაერთო და მოსწავლეებს „ზუმით“ გაესაუბრა. გაკვეთილის თემა ჰუმანიტარული საქმიანობა იყო, სადაც ქეითმა თავისი მოსაზრებები გაუზიარა მოსწავლეებს:
„თქვენ შესაძლოა თავი უკეთ იგრძნოთ, თუ პრობლემებზე ვინმეს გაესაუბრებით, ეს იქნება ოჯახის წევრი ან მასწავლებელი. თქვენ ასევე შეგიძლიათ დაეხმაროთ სხვას, მოუსმინოთ მას.. ყველაზე პატარა სიკეთეც კი დიდხანს ცოცხლობს და გიბრუნდებათ. სხვებზე ზრუნვისას, არ უნდა დაგავიწყდეთ საკუთარი თავიც“, – განაცხადა ქეითმა.
