პრემიერამდე სულ ცოტა ხნით ადრე, ქსელში ელექტრონული კროსოვერის Volkswagen ID.4–ის პირველი გამოსახულება გავრცელდა. ფოტოებზე სიახლე კამუფლაჟის გარეშეა გადაღებული და მისი დიზაინის შეთვალიერება დეტალებშია შესაძლებელი.
ელექტრომობილი დასაწყისისთვის ჩინურ ბაზარზე გამოჩნდება და მას ორი მოდიფიკაცია ექნება. ერთი ვერსიის მეორისგან გარჩევა უკანა ბამპერისა და ფარების, ასევე წინა ნაწილის დიზაინით იქნება შესაძლებელი. ამასთან, ორივე მოდიფიკაციის ასაწყობად ერთი და იგივე პლატფორმა MEB გამოიყენეს.

სერთიფიცირებულ დოკუმენტაციაში ელექტროკროსოვერის გაბარიტების შესახებ ინფორმაცია დეტალურადაა მოცემული. საბურავთა ბაზა 2765 და 1852 მმ–ს შეადგენს, D.4–ის სიგრძე – 4592 და 4612 მმ–ია, სიმაღლე კი – 1629 და 1640 მმ–ს აღწევს.
კროსოვერის სვლის მარაგი დაახლოებით 500 კილომეტრია.
ჩინელ დილერებამდე ავტომობილი 2020 წლის ბოლომდე უნდა მოხვდეს და პირველი მოდელი 204 ცხენის ძალის მქონე ძრავს მიიღებს.
