LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: უარესისთვის ვემზადებით – ჰანს კლუგე კორონავირუსის მეორე ტალღაზე

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ კოვიდ-19-ის შესახებ აქტუალურ ინფორმაციაზე ონლაინ ბრიფინგი გამართა.

კლუგემ რუსულ ენაზე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მას ყველაზე ხშირად მომავლის შესახებ ეკითხებიან – რა იქნება მომავალში?

“ყოველდღიურად უფრო მეტს ვიგებთ ვირუსის და მისი ეფექტიანი მკურნალობის შესახებ. ამით ერთი ნაბიჯით ვუახლოვდებით მისგან განკურნებას.

გუშინ გავიგეთ, რომ დექსამეტაზონი ეფექტიანად გამოიყენება კრიტიკული შემთხვევების დროს, ეს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია.

მსოფლიოს მოსახლეობის სულ მცირე 22% ცხოვრობს ისეთი თანხმლები დაავადებით, რომელიც კორონავირუსის გადატანის შემთხვევაში კრიტიკულად რთულდება.

გარდა ამისა, გრიპის სეზონს ველოდებით შემოდგომაზე. შეგახსენებთ, რომ 2018-19 წლებში გრიპით მსოფლიოში, დაახლოებით 150 ათასი ადამიანი გარდაიცვალა. ამიტომ, აუცილებელია ვაქცინაცია. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა გარკვეულწილად შეამცირებს რისკს”, – განაცხადა ჰანს კლუგემ.

მანვე აღნიშნა, რომ კორონავირუსით ინფიცირებულები არ უნდა იყვნენ დისკრიმინირებული.

კლუგემ ასევე ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ აუცილებელია ექიმებისა და პაციენტებისთვის ყველგან უსაფრთხო გარემო იყოს შექმნილი. ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ხაზი გაუსვა იმას, რომ კრიზისი ჯერ კიდევ არ არის დაძლეული.

“ჩვენ ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ. იმ ზომებმა, რაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიიღეს (კარანტინი, სოციალური დისტანცია, საგანგებო მდგომარეობა) მოგვცა დრო, რომელიც სწორად უნდა გამოვიყენოთ. ეს დრო გვჭირდება იმისთვის, რომ კოვიდ-19-ის მეორე ტალღაზე უზრუნველვყოთ სათანადო სამედიცინო დახმარება”, – განაცხადა კლუგემ.

მანვე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. მათ შორის იყო კითხვა იმის შესახებ, თუ როდის ველოდოთ მეორე ტალღას.

“როდის იქნება მეორე ტალღა არავინ იცის. ვხედავთ ქვეყნებს, სადაც კარგად იმართება მდგომარეობა და შემთხვევები დაბლა მიდის. შევზღუდოთ კონტაქტი, გამოვიყენოთ პირბადეები და დეზინფექტორები. შედეგები დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მოიქცევა მსოფლიო ახლა. უნდა ვიყოთ იმედიანად, მაგრამ უარესისთვის მოვემზადოთ”, – თქვა მან.

https://www.facebook.com/WHOEurope/videos/2694580367428911