LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში კორონავირუსის კიდევ 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის კიდევ ხუთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაცის საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალური ვებგვერდი stopcov.ge ავრცელებს. ვებგვერდის მონაცემებით, საქართველოში ამ დროისთვის აღრიცხულია კორონავირუსის სულ 893 შემთხვევა.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, დღევანდელი მონაცემებით მათი რიცხვი არ გაზრდილა და კვლავ 731-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2710 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 267.

კორონავირუსით გარდაცვლილია 14 ადამიანი.