ბელგიელი დედოფალი მატილდა პოსტკარანტინის პერიოდის ვარკვლავი გახდა. ის ერთ-ერთი პირველია, ვინც საჯაროდ გამოჩნდა საზოგადოებაში და ახალი მოდური ტრენდიც დაამკვიდრა. თუ აქამდე მატილდას ჩვეულებრივი სამედიცინო პირბადით ვხედავდით, დღეს დედოფალმა არჩევანი ბრენდულ აქსესუარზე გააკეთა. მან „ნატანის“ ბრენდის კაბას ასეთივე ჭრელი ფერის პირბადე შეუხამა. დედოფლის გულშემატკივრების მხრიდან ამ ლუქს უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა.
დედოფალი ბრიუგეში მუზემს ესტუმრა და იქ შეკრებილ ადამიანებსაც შეხვდა. მონარქი მკაცრად იცავდა ყველა წესს, რომელიც ქვეყანაში პანდემიის გამო დაწესდა.



