LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Kia Carnival–ის ახალი მინივენის პირველი გამოსახულება

კომპანია Kia-მ მინივენი Carnival–ის დიზაინი გაამხილა. მეოთხე თაობის მოდელი სამხრეთკორეულ ბაზარზე სექტემბერში გამოჩნდება.

თუკი გავრცელეული გამოსახულებით ვიმსჯელებთ, მეოთხე თაობის მინივენი სტილისტურად ბრენდის კროსოვერებს ძალიან გავს. მინივენს „კიას“ კლასიკური რადიატორის ბადე და წინა ოპტიკა აქვს.

ძარას გამოკვეთილი ხაზი მიუყვება, რომელიც წინა და უკანა ფარებს ერთმანეთთან აკავშირებს.

მოდელი ბაზარზე 2020 წლის მეოთხე კვარტალში გამოჩნდება. ტექნიკურ დეტალებს და მის ღირებულებას ბრენდი სავარაუდოდ უახლოეს მომავალში გაავრცელებს.