LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავარია წალენჯიხაში – არის მსხვერპლი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მიქავაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბეტონის ბორდიურს დაეჯახა.

მიღებული ტრავმებით 50 წლამდე ქალი ადგილზე გარდაიცვალა. ამასთან, დაშავებულია სამი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვია.

მცირეწლოვანი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ორი დაშავებული კი წალენჯიხის საავადმყოფოში გადიან მკურნალობას. მედიკოსების განცხადებით, სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები არ აღენიშნებათ და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.