LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი Ford F-150–ის პრემიერა რამდენიმე დღეში გაიმართება

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული პიპაკი და შტატებში ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი თაობის ცვლილებისთვის მზადაა – Ford–მა F-150–ის პირველი ოფიციალური გამოსახულება გამოაქვეყნა.

ავტომწარმოებლის ოფიციალურ საიტზე გამოჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პიკაპის პრემიერა 25 ივნისს შედგება. უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე პრეზენტაცია ონლაინ გაიმართება.

საიტზე მოდელის პირველი თიზერიც გამოაქვეყნეს, სადაც ორიგინალური დიზაინის ნაწილია ასახული. როგორც ჩანს, თაობის ცვლილებასთან ერთად, პიკაპის ვიზუალი რადიკალურად ნამდვილად არ შეიცვლება და ის უფრო აგრესიული გახდება.

რაც შეეხება ინტერიერს, ცვლილება უფრო მკვეთრია. ცენტრალურ კონსოლზე მასობრივი სენსორული ეკრანი გაჩნდება, მოდელი ახალ მულტიმედიურ სისტემასაც მიიღებს და ღილაკებს სენსორული ეკრანი ჩაანაცვლებს.

ახალი F-150 ჩვეულ ძრავს, V6–ისა და V8–ს კომბინაციას მიიღებს და აგრეგატი 10–საფეხურიან გადაცემათა კოლოფთან ერთად იმუშავებს.

გამორიცხული არც ჰიბრიდული ან სრულად ელექტრონული ვერსია არ არის.