გასულ კვირას დონალდ ტრამპი 74 წლის გახდა. ერთ-ერთი გამოსვლისას წყლის დალევისას ხელი აუკანკალდა და იძულებული გახდა, ორივე ხელით დაელია წყალი.
აღნიშნულის შემდეგ პრესაში გაჩნდა მოსაზრება, რომ ტრამპი პარკინსონის დაავადებით იტანჯება.
ინსაიდერები აღნიშნავენ, რომ გასულ კვირას პრეზიდენტს არამარტო წყლის დალევა, არამედ სიარულიც უჭირდა და დაღლილი სახე ჰქონდა.
თეთრი სახლის მასპინძელს აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტებების გაკეთება მოუწია.
„მხარდამჭერებთან შეხვედრებზე საათობით მიწევს ყოფნა, ხანდახან საკმაოდ მოუხერხებელი ფეხსაცმლითაც”, – ამბობს პრეზიდენტი.
მისი თქმით, ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა პრეზიდენტს ამომრჩეველთან შეხვედრის შემდეგ მოუხერხებელ სცენაზე უწევს დგომა. როგორც თავად ტრამპმა დაპოსტა „ტვიტერზე”, სცენა საკმაოდ გრძელი და მოუხერხებელი იყო, არ ჰქონდა მოაჯირი და, რაც ყველაზე მთავარია, ფეხი უცურდებოდა.
https://www.youtube.com/watch?v=SswjD-vgS_c
როგორც ამერიკული პრესა აღნიშნავს, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატების მთავარი თემა ასაკი და ჯანმრთელობა იქნება.
2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ტრამპი, აშშ-ს ისტორიაში, ყველაზე ასაკიანი კანდიდატი იყო.
