LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სამყარო საზღვრების გარეშე“ – რუსმა დიზაინერმა საქართველოს დროშის გამოსახულებით ფეხსაცმელი შექმნა

„სამყარო საზღვრების გარეშე“ – ასეთი წარწერით აქვეყნებს რუსი დიზაინერი ალექსანდრე სირადეკიანი მის მიერ შექმნილ ფეხსაცმლის კოლექციას სოციალურ ქსელში. ამასთან, საკუთარ გამომწერებს სთხოვს კომენტარებში მონიშნონ ქართველი მეგობრები.

საქმე იმაშია, რომ დიზაინერმა ფეხსაცმლის კოლექცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების დროშებით შექმნა, თუმცა ქართული დროშით შექმნილ კოლექციაზე მინაწერი ტექსტით არაერთი ცნობილი ადამიანი აღფრთოვანდა.

დიზაინერმა დადებითი შეფასებები ლელა წურწუმიასგან და Mercedes Benz-ის მოდის კვირეულის კრეატიული დირექტორის, სოფო ჭყონიასგანაც დაიმსახურა.

“ინსტაგრამ” გვერდის მომხმარებლები ერთხმად აღნიშნავენ, რომ დიზაინერის ნამუშევარი ფანტასტიკურია.

 

https://www.instagram.com/p/CBnJPi3hTUZ/?utm_source=ig_embed