LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოხვდება თუ არა საქართველო იმ ქვეყნების სიაში, ვისაც ევროკავშირი საზღვრებს გაუხსნის

საქართველოს საგარეო უწყება ელოდება, რომ ქვეყანა იმ სახელწმფიეობის ჩამონათვალში იქნება, რომლებისთვისაც ევროკავშირი კორონაპანდემიის დროს ჩაკეტილ საზღვრებს გახსნის. როგორც მინისტრმა დავით ზალკალიანმა თქვა, რეგულარული ფრენებიც მას შემდეგ აღდგება, როდესაც ევროკავშირი საზღვრების გახსნის გადაწყვეტილებას მიიღებს.

ქვეყნები, რომლებსაც ევროპა საზღვარს უხსნის: სკანდალურ სიას Euronews აქვეყნებს

სია საბოლოო არ არის, როგორც ჩანს შესაძლოა საზღვრების გახსნის თარიღიც შეიცვალოს

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირი საქართველოს განიხილავს, როგორც უსაფრთხო ქვეყანას. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ შემდგომ ტალღაში, რომელიც საზღვრების გახსნასთან იქნება დაკავშირებული, საქართველოც მოხვდება, ამის შესახებ წინასწარ ინფორმაცია არსებობს.

თქვენ იხილეთ, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში განიხილება. რაც შეეხება ფრენებს, არ არის საუბარი იმაზე, რომ ფრენები საერთოდ უქმდება. საიდან გაჩნდა ეს დეფინიცია? ჩვენ პასუხისმგებლობით ვეკიდებით მოქალაქეების მდგომარეობას. ჩვენმა ბევრმა მოქალაქემ წინასწარ დაიწყო ბილეთების შეძენა. იმისთვის, რომ ამ ადამიანებს პრობლემა არ შექმნოდათ, მათ უნდა ჰქონოდათ ძალიან მკაფიოდ ხელისუფლებიგან მინიშნება, თუ რა მდგომარეობაა. რა თქმა უნდა, რეგულარული ფრენები მას შემდეგ აღდგება, როდესაც ევროკავშირი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ საზღვრები იხსნება, მაგრამ ფრენები არის”,- განაცხადა ზალკალიანმა.