ქვიშხეთთან მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული მარიანა ქორიძე 6 თვიანი კომის შემდეგ გარდაიცვალა. ინფორმაციას გარდაცვლილის ახლობლები ავრცელებენ.
ცნობისთვის, 26 იანვარს ქვიშხეთში მომხდარი ავარიის დროს მარიანა ქორიძის მეუღლე და სამი შვილი ადგილზე დაიღუპა. თავად კი 6 თვე უგონი მდგომარეობაში იმყოფებოდა და აპარატზე იყო შეერთებული.
