LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 გამოჯანმრთელდა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 გამოჯანმრთელდა. მის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

ამ ეტაპზე კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 921 გახდა, ხოლო გამოჯანმრთელდა 781 ადამიანი.

კარანტინის რეჟიმშია 2687 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 207 პირი.

ქვეყანაში კორონავირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა.ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.