გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის პროკურორის დავით ყაზარაშვილი ხსნის იმ ვითარებას თუ რატომ ითხოვდა პროკურატურა პატიმრობის შეფარდებას.
დავით ყაზარაშვილის განცხადებით, არსებობდა საფრთხე როგორც მიმალვის, ასევე მტკიცებულებების განადგურების ან ახალი დანაშაულის ჩადენის.
გადაწყვეტილება მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ცოტა ხნის წინ მიიღო.
შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ
“დანაშაულის სიმძიმიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე არსებობდა საფუძვლები, ბრალდებულების პიროვნებების, მათი მოქმედებების და სხვა უამრავი გარემოების გათვალისწინებით, რაც საქმის მასალებით დგინდებოდა, რომ სასამართლოს აღმკვეთი ღონისძების სახით გამოეყენებინა პატიმრობა.
საფრთხეები არსებობდა როგორც მიმალვის, ასევე, ახალი დანაშუალის ჩადენის და მტკიცებულებების განადგურების, ეს არაა უბრალოდ სიტყვები, ეს გამომდინარეობს საქმის მასალებიდან” – განაცხადა პროკურორმა.
მანვე იმ პირებზეც ისაუბრა, რომლებიც გამოძიებასთან თანამშრომლობენ.
“ეს არ არის სრულყოფილი თანამშრომლობა, რასაც ბრალდებულები გამოძიების ეტაპზე აკეთებდნენ, არ არის სრულყოფილი ინფორმაცია მოწოდებული გამოძიებისთვის. ძალიან ბევრი დეტალია, რომელიც მათ ჩვენებებში არ არის,” – აღნიშნა პროკურორმა.
შეგახსენებთ, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულ 17-ვე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა – გადაწყვეტილება მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ცოტა ხნის წინ მიიღო. სხდომა დღეს 09:30-დან დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, რადგან საქმეში რამდენიმე არასრულწლოვანი ფიგურირებს.
"ფორტუნა" გთავაზობთ ადვოკატების არგუმენტებს:
ამ უბედურებას 17 ადამიანის უბედურება ემატება - რა არგუმენტები აქვთ შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულებს?
შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელის დაკარგვის შესახებ ოჯახმა 19 ივნისს განაცხადა.
4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.
