LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შაქარა მირბოდა წინ, მე გვერდით გავიქეცი – ოქროს მოწმეების ჩვენება

ოქროს მოწმის გურამ ამირხანაშვილის ჩვენებამ მედიაში გაჟონა – კურიერმა მოიპოვა მასალა, სადაც გურამი დეტალურად აღწერს, როგორ გარბოდნენ თავის გადასარჩენად, ის, გარდაცვლილი შაქარაშვილი და ვახტანგ ახვლედიანი.

“გავიქეცით მდინარე არაგვზე მიმავალი ხიდის მიმართულებით. დავინახეთ, რომ შავი ფერის მანქანიდან გადმოვიდა რამდენიმე პირი და გამოგვეკიდა. მე, შაქარა და ვახტანგი გავიქეცით უკან. გადავირბინეთ თითქმის გზის დიაგონალი. შაქარა მირბოდა წინ, შემდეგ მიყვებოდა ახვლედიანი და შემდეგ მივყვებოდი მე. გიორგიმ და ვახტანგმა ხიდის ქვეშ ჩაირბინეს, მე გვერდით გავიქეცი. გზის გვერდით დავინახე ძველი ფერადი შენობა და გავიქეცი ამ მიმართულებით.

მანქანაში მეშვიდე ვიყავი და წამოვედი თბილისის მიმართულებით, ვითხოვე, რომ მანქანა გაეჩერებინათ, რადგან შაქარა მომეძებნა, მკითხეს, თუ რატომ უნდა ჩამოვსულიყავი მანქანიდან, მიზეზი დავუმალე, შემეშინდა. მანქანა არ გამიჩერეს,”- ამბობს ჩვენებაში გურამ ამირხანაშვილი.

შეგახსენებთ, დღეს, მცხეთის რაიონულ სასამართლოში დილის 09:30-დან 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, დაკავებულების პროცესი მიმდინარეობს. 

ვიდეო: პროკურატურა გიორგი შაქარაშვილის საქმის კადრებს ავრცელებს

პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ჩვიდმეტივე პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა

17-ვე ბრალდებული დარბაზში იმყოფება. პროკურატურა დაკავებულებისთვის პატიმრობას ითხოვს, ადვოკატები გირაოს შუამდგომლობას აყენებენ.

ბრალდებას არც ერთი დაკავებული არ აღიარებს.