LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დისკვალიფიცირდეს ყველა სპორტსმენი, რომელიც ამ ტიპის გარჩევებში მიიღებს მონაწილეობას – ახალი ინიციატივა

ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებას ეხმაურება.

ხუხაშვილი ამბობს, რომ პრევენციისთვის ახალი ნორმაა შემოსაღები: დისკვალიფიცირდეს ყველა სპორტსმენი, რომელიც ამ ტიპის გარჩევებში მიიღებს მონაწილეობას.

„როგორ უნდა მოიქცეს ამ დროს სპორტული საზოგადოება, რომელიც ჯერჯერობით დუმს?

ამ ინციდენტში მონაწილე ყველა სპორტსმენი უნდა იქნას სამუდამოდ დისკვალიფიცირებული.

პრევენციის მიზნით, უნდა დაკანონდეს ნორმა, რომლითაც ყველა სპორტსმენი, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ამ ტიპის გარჩევებში, ან პოლიტიკურ პროცესში ფიზიკურად ჩაერევა, იქნება სამუდამოდ დისკვალიფიცირებული“, – წერს ხუხაშვილი.