LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მწარე რეალობაა, მაგრამ ახლოსაც კი არ არის პანდემია დასრულებასთან – ჯანმო

მწარე რეალობაა, რომ პანდემია დასრულებასთან ახლოსაც კი არ არის, –  ეს განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

როგორც ჯანმოს ხელმძღვანელი ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა ქვეყანამ კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით პროგრესი განიცადა, გლობალური მასშტაბით, პანდემია დაჩქარდა.
„ვირუსს გავრცელებისთვის ჯერ კიდევ დიდი სივრცე აქვს. ყველას გვსურს, რომ პანდემია დასრულდეს, თუმცა მწარე რეალობა ის არის, რომ პანდემია დასრულებას არც კი მიახლოვებია. მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა ქვეყანამ პროგრესს მიაღწია, პანდემია სიჩქარეს იკრეფს“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა.

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა ნახევარ მილიონს გადააჭარბა. ხოლო ინფიცირებულთა რაოდენობა 10 მილიონზე მეტია.”კოვიდ 19“-ით ინფიცირებულების, ასევე დაღუპულთა რაოდენობით აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზეა.