მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ 17-ვე პირს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
საქმე ჯერ ძიების პროცესშია. გარდაცვლილი ფეხბურთელის ექსპერტიზის პასუხი კი, 2 კვირაში გახდება ცნობილი.
გიორგი შაქარაშვილის ბიძა, მირიან ნიკოლაძე აცხადებს, რომ გამოძიება ჯერჯერობით იმ გარემოებებს ეძებს, რაც დანაშაულებრივ ქმედებას დაადასტურებს.
მისი თქმით, გასავლელია აქვთ ერთი ეტაპი, რასაც უტყუარი მტკიცებულებების მოპოვება ჰქვია.
ამ უბედურებას 17 ადამიანის უბედურება ემატება – რა არგუმენტები აქვთ შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულებს?
„იმედს ვიტოვებ, რომ დაკავებულთა ის ნაწილი, რომელთაც ბოლოს ჰქონდათ გიორგისთან შემხებლობა, გამოიჩენენ ადამიანობას, თავს დაანებებენ „ძველ ბიჭობას“ და იტყვიან, თუ ფლობენ რამე სახის ინფორმაციას იმის შესახებ, როგორ აღმოჩნდა გიორგი არაგვის ხეობაში“-განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.
მირიან ნიკოლაძე “იმედის” ეთერში ასევე საუბრობს იმაზე, რომ გიორგი საბედისწრერო დაბადების დღისთვის განსაკუთრებით ემზადებოდა.
“ამ დაბადების დღისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდა, მარტო ერთი სამი წინა გადმოიღო და შარვალზე, ფეხსაცმელზე როგორ მიესადაგებოდა იმას ამოწმებდა. მიდიოდა დიდი ენთუზიაზმით, იმისთვის რომ ბავშვებთან ერთად გართულიყო. შემდგომ გაიარა ვაკეში, თმა შეიჭრა, სათანადოდ მოემზადა ამ ყველაფრისთვის და ბოლოს აი ასე დაასრულა.”
მოქმედ სპორტსმენებს, 19-20 წლის ბიჭებს კარიერა დაენგრათ – ადვოკატი
