LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცნობილი ხდება ვინ არიან პოლონეთში გარდაცვლილი ქართველები

პოლონეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, საქართველოს ორი მოქალაქე ემსხვერპლა.

ცნობილი ხდება გარდაცვლილების ვინაობა. ერთ-ერთი 27 წლის სენაკელი ირაკლი ძველაიაა. მეორე გარდაცვლილი კი ახალგაზრდა ბიჭია ხონიდან.
ასევე ცნობილია, რომ ირაკლი ძველაია გასული წლის დეკემბერში პოლონეთში სამუშაოდ წავიდა.

ჯერჯერობით უცნობია, როდის მოხდება პოლონეთიდან სამშობლოში ცხედრების გადმოსვენება.

საგარეო საქმეთა სამინისტროში „ფორტუნას“ განუცხადეს, რომ საელჩო საქმის კურსშია და მიმდინარეობს შესაბამისი საბუთების მომზადება.