LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Toyota ყველაზე ძვირადღირებული საავტომობილო ბრენდია

ანალიტიკურმა სააგენტო Millward Brown ყველაზე ძვირადღირებული ავტომწარმოებლების სია გამოაქვეყნა და პირველი ადგილი კომპანია Toyota–მ დაიკავა. ბრენდი 28,388 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.

აღსანიშნავია, რომ Toyota რეიტინგის ლიდერი წელს უკვე მერვედ გახდა. 2021 წელს მან პირველობა BMW–ს დაუთმო, თუმცა 2013–ში ისევ წინ გადაინაცვლა.

წელს იაპონელებმა ყველა ავტოგიგანტს აჯობეს. BMW-ს ბრუნვა 20,517 მილიარდი დოლარი, Mercedes-Benz–ის კი – 21,349 მილიარდი იყო. რაც შეეხება ამერიკულ „ტესლას“, რომელიც რეიტინგში პირველად 4 წლის წინ მოხვდა, წელს მეოთხე ადგილს იკავებს და მისი ფასი 11,350 მილიარდი დოლარია.

ელექტრომობილების მწარმოებელი Ford–სა და Honda–ზე უფრო ძვირი აღმოჩნდა. ეს კომპანიები კი 10,067 და 9,975 მილიარდ დოლარებად შეაფასეს, ანუ წინა წელთან შედარებით მათი ღირებულება 10 და 15%–ით შემცირდა.

სხვა კომპანიებს შორის ყველაზე ძვირადღირებულთა შორის მოხვდა ასევე : Nissan(8,658 მილიარდი დოლარი), Audi(7,334), Volskwagen(6,462) და Porshce(5,606).