LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქენდრიქ ლამარის ალბომმა რეკორდი დაამყარა

ჰიპ-ჰოპ არტისტის,  ქენდრიქ ლამარის ალბომმა good kid, m.A.A.d city რეკორდი დაამყარა. 2012 წელს გამოსული ნამუშვარი პირველი ჰიპ-ჰოპ ჩანაწერი გახდა, რომელმაც „ბილბორდის“ ალბომების ჩარტში 400 კვირა გაატარა. აღსანიშნავია, რომ ამით არტისტმა ემინემის ნამუშევრის, The Eminem Show შედეგი გააუმჯობესა.

ამ დროისთვის, მსოფლიო მასშტაბით, უკვე ნამუშევრის 3 მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული.