დღევანდელი დღე ყურადღებას ითხოვს, მიმართულებადაკარგული მთვარის მიმართ, ამ დროს უარყოფითი მთვარის ენერგია ჩვეულებრივზე მეტად ადუნებს ყურადღებას ადამიანებში, რაც შეიძლება არასასურველი ტრავმებისა და ავარიების მიზეზი გახდეს. მოერიდეთ დიდ ხანს მზეზე ყოფნას. ნუ შეეჭიდებით რთულ საქმეებს, დღევანდელი შეცდომების გამოსწორება მომავალში რთული იქნება.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – კარგი დღეა საჯარო გამოსვლებისათვის, კულინარიული საქმიანობისათვის, სწავლისთვის, მოგზაურობისათვის, რომანტიკული შეხვედრებისათვის, წყლის პროცედურებისათვის. მოერიდეთ მშენებლობას, სისხლის გადასხმას, ყურების გახვრეტას.
ჯანმრთელობა – სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, საზარდულის მიდამო და მენჯ-ბარძაყის ძვალი, ოპერაციის ჩატარება ამ ორგანოებზე განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ შეიძლება.
დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი და იისფერი. მინერალებიდან გამოიყენეთ ფირუზი, ქარვა, ნეფრიტი, ცირკონი და იაგუნდი, ეს ქვები მათი, გამოყენების შემთხვევაში თქვენდამი დადებით კოსმიურ ენერგიებს მოიზიდავს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ტყუპების, ლომის, სასწორისა და მშვილდოსნისათვის, დაძაბულია დღე თხის რქისა და თევზებისთვის.
