LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – 4 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღე გეომაგნიტურია, რაც ადამიანთა გულ-სისხლძარღვთა სისტემას გარკვეულ პრობლემებს შეუქმნის, ასე რომ მეტად დაისვენეთ და მიიღეთ წამლების პროფილქატიკა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე  – კარგი დღეა სამეცნიერო კვლევებისთვის, მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად, კოლექციის შესაგროვებლად, გეგმების დასახვისათვის. ნუ დაიწყებთ ახალ საქმეებსა და ნუ აყვებით მელანქოლიურ განწყობას, გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, მოერიდეთ სტომატოლოგიურ პროცედურებს, სიმძიმეების აწევას, საკვებ რაციონში ნუ შეიტანთ ალერგიულ პროდუქტებს. ნეგატიური დღეა ფინანსური ოპერაციების ჩასატარებლად, ურთიერობების გასარჩევად და ქორწინებისთვის.

ჯანმრთელობა – დღეს სუსტდება ძვლოვანი სისტემა, ხერხემალი, სახსრები, მუხლები და კანის ზონა, ოპერაციები ამ ორგანოებზე განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ შეიძლება.

დღის ფერები და მინერალები  – ყავისფერი, ყვითელი, კრემისფერი, მწვანე და ლურჯი. მინერალებიდან გამოიყენეთ ონიქსი, ქრიზოპრაზი, აქატი, ოპალი და გიშერი, ეს  ქვები თქვენდამი დადებით კოსმიურ ენერგიებს მოიზიდავს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროს, კირჩხიბის, ქალწულისა და მორიელისთვის,  დღე დაძაბულია ვერძთათვის და მერწყულთათვის.