დღეს სავსემთავრეობა და ამავდროულად მთვარის დაბნელებაა, ასე რომ დღე საკმაოდ მძიმეა, ხდება მზისა და მთვარის დაპირისპირება. ეს მოვლენა პოლიტიკურ ვითარებას დაძაბავს. მოიმატებს ტრავმების ავარიების, ჯანმრთელობის პრობლემების ალბათობა. იყავით ფრთხილად. დღეს სწორედ ის დღეა როდესაც პანდემია შესუსტებას დაიწყებს, თუმცა შესაძლოა ოქტომბრის ბოლო კვლავ იჩინოს თავი.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – კარგი დღეა ლოცვისთვის და მონანიებისთვის. ნუ დაიწყებთ ახალ საქმეს, მოერიდეთ ფულის გასესხებას, ნუ იქნებით ზედმეტად მომთხოვნი. ნეგატიური დღეა ფინანსური ოპერაციებისთვის, ქორწინებისთვის, საკვებ რაციონში ნუ შეიტანთ თხილს, თაფლს და სხვა ალერგიის გამომწვევ პროდუქტებს.
ჯანმრთელობა – დღეს სუსტდება ძვლოვანი სისტემა, ხერხემალი, სახსრები, მუხლები და კანის ზონა, ოპერაციები ამ ორგანოებზე განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ შეიძლება.
დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, იისფერი და ცისფერი. მინერალებიდან გამოიყენეთ ფირუზი, სერდოლიკი, საფირონი, იაგუნდი და ლაზურიტი, ეს ქვები მათი, გამოყენების შემთხვევაში თქვენდამი დადებით კოსმიურ ენერგიებს მოიზიდავს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა თხის რქასა და თევზებისათვის, დღე ნეგატიურია ტყუპების, ლომის, სასწორისა და მშვილდოსნისათის.
