LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ მოვიქცევით ისე, როგორც მარტში, აპრილსა და მაისში, ეპიდსიტუაცია არ გაუარესდება: გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ დღეის მდგომარეობით საქართველოში ეპიდსიტუაცია სრულად კონტროლდება. მისი თქმით, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ევროპაში.

ამასთან, გამყრელიძე მიიჩნევს, რომ აუცილებელია, ​ეპიდსიტუაციის ასეთი მდუნე მიმდინარეობა შევინარჩუნოთ ქვეყანაში.

“ამიტომ მოსახლეობამ უნდა გაითვალისწინოს ყველა ის რეკომენდაცია, რასაც ჯანდაცვის სფერო იძლევა. მხედველობაში მაქვს დისტანცირება, პირბადის ტარება იმ ადგილებში, სადაც აუცილებელია, ხელების ხშირი დაბანა, თავის არიდება დიდი თავშეყრების, ქორწილების, დიდი დაბადების დღეებისა და ა.შ.

თუ ასე მოვიქცევით, ისევე როგორც ვიქცეოდით მარტში, აპრილში, მაისში, როდესაც იყო სერიოზული დამყოლობა, მაშინ დიდი იმედია, რომ ეპიდსიტუაცია არ გაგვიუარესდება. ქვეყანაში 24 საათში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა გვაქვს. აქედან ოთხი გახლავთ იმპორტირებული, აქედან სამი გახლავთ სატვირთო ავტომობილის მძღოლი, ერთი არის ადგილობრივი სამედიცინო მუშაკი და ერთი ასევე შემოტანილი სარფის საზღვრიდან“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ “პირველ არხთან” საუბარში.

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 დაავადდა, 3 კი განიკურნა