LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ჩემი სიმღერების მუზა მაიკოა” – ანდრია გველესიანი პრემიერით ,,არ დაიდარდოში”

„რადიო დუეტს” მსახიობი და მომღერალი ანდრია გველესიანი სტუმრობდა, რომელმაც ისაუბრა ბევრ საინტერესო სიახლეზე და მოგვიტანა ახალი სიმღერა სახელწოდებით „ჩვენ ”.

მოგვიყევი დუეტის შესახებ, რომელიც დღეს ჩვენს ტალღაზე დაპრემიერდება..

როდესაც თქვენთან მოვდივარ, ყოველთვის კარგ განწყობაზე ვარ, უფრო მეტად კი მაშინ მიხარია აქ მოსვლა, როდესაც სიახლეებით ვარ. მოგიტანეთ ახალი სიმღერა სახელწოდებით ,,ჩვენ”. ვასრულებთ მე და ჩემი მეუღლე, სხვათა შორის ძლივს დავითანხმე დუეტის ჩაწერაზე, რადგან მაიკო მსახიობია. სიმღერის წერის პროცესში დამეხმარა და იმდენად მომეწონა, რომ ისე დავტოვე ყველაფერი, როგორც გავაკეთეთ. რა თქმა უნდა სიმღერა მისთვის დავწერე, ჩემი მუზაც სწორედ ის იყო. ჩემი საავტორო სიმღერების მუზა, ყველასი მაიკოა. რამდენიმე დღის წინ გვქონდა სატელევიზიო პრემიერა, აკუსტიკური ვერსია. ახლა კი თქვენთან იქნება სტუდიური ვერსია, რომელზეც ძალიან ბევრი ვიმუშავეთ. კარანტინის პერიოდში დაიწყო ჩვენი დუეტების სერია. ერთი იდეა მაქვს ზამთრისთვის, მგონი თქვენთანაც ვიმღერე ადრე ოთარ ჭილაძის ,,ზამთარია, სიცივეა”, რომლის დუეტსაც ვაპირებ.

როგორია შენი სამომავლო გეგმები?

როგორც ჩაფიქრებული მაქვს, ჩემივე საავტორო სიმღერებით მინდა გამოვცე პირველი ალბომი. არის რამდენიმე სიმღერა, რომელზეც ვმუშაობ და დიდი იმედი მაქვს წლის ბოლომდე მოვასწრებ. რაც შეეხება ამ სიმღერას, რომელიც დღეს მოგიტანეთ, ვგეგმავ ოქტომბერში ახალი კლიპის გადაღებას, იდეა უკვე სრულყოფილია. ოპერატორი და რეჟისორი არის გიორგი ძოწენიძე, ჩემი უახლოესი მეგობარი. სიმღერა ,,ჩვენ” ჩაიწერა რევაზ ედგარიძის სტუდიაში, დასარტყამი ინსტრუმენტები ეკუთვნის მას, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი აქედან. მუსიკა და ტექსტი მეკუთვნის მე, გიტარის პარტია მე და დათო ლონდარიძე, ჩელო- დეა ხეოშვილი, ვიოლინო- ელენე ხეოშვილი, მასტერინგი კი ალეკო ბერძენიშვილი.

 

ანდრია გველესიანი & მაიკო ვაწაძე – ჩვენ

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

ანდრია გველესიანი – გოგოვ ნატვრა მათქმევინე. Live

 

ანდრია გველესიანი. ვიდეო კოლაჟი

 

ფოტოები