საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროის მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა 958 გახდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
8-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც, საერთო ჯამში კი ქვეყანაში COVID-19 838-მა პაციენტმა დაამარცხა.
ქვეყნის მასშტაბით არსებულ საკარანტინე რეჟიმში 3 903, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 202 პირი იმყოფება.
ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის ინფექციით 15 პაციენტია გარდაცვლილი.
