LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია ფანჯიკიძე: „პოლიცია, სასწრაფო და სახანძრო ადგილზე მაქსიმუმ 5 წუთში უნდა მიდიოდეს…“

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში 112-ში შაქარაშვილის საქმის მოწმის, იაკობ ბრეგვაძის ზარს ეხმაურება და წერს, რომ ზოგადად, ნებისმიერი ისეთი დანიშნულების სამსახურს, რომელსაც ადამიანები სწრაფად ელიან, 5 წუთზე მეტი არ უნდა დასჭირდეს შემთხვევის ადგილზე მისასვლელად.

„პოლიციას, სასწრაფოს, სახანძროს ნებისმიერ ადგილზე მისვლა უნდა შეეძლოს მაქსიმუმ 5 წუთში. ორი წლის წინ ნიუ იორკის ქუჩაში ვკვდებოდი არხეინად (ნიუ იორკის საცობები საყოველთაოდ ცნობილია) – სახანძრო მოვიდა 3 წუთში და დამამხეს ჟანგბადის ნიღაბი, 2 წუთში წამოეწია სასწრაფო. იგივე გამოცდილება მაქვს ევროპაშიც, აღარ მოვყვები დაწვრილებით.

თუ შესაბამისი სპეციალისტი არავინ გვყავს, ვინც უზრუნველყოფს მთელ საქართველოში პოსტების განლაგების და სწრაფი გადაადგილების ასეთ გარანტირებულ სისტემას, დავპატიჟოთ ვინმე ღვთისნიერი ამერიკელი ან ევროპელი სპეციალისტი და დაგვიხაზავენ და დაგვიგეგმავენ“.