LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაეხმარე დედოსფლისწყაროელ მოსწავლეს, რომ კომპიუტერი შეიძინოს

“ფეისბუქზე” შექმნილი გვერდი “ცოდნის კაფე” ავრცელებს მოსწავლის, დიმა თევზაძის მცირე ჩანახატს, სადაც დედოფლისწყაროში მცხოვრები მეთერთმეტე კლასელი წერს, როგორ სჭირდება დახმარება სწავლის დასაფინანსებლად.

“13 წლის ვიყავი, უკვე ვმუშაობდი, ოჯახს ვეხმარებოდი. შარშან ზამთარში ღამის 4 საათზე მივდიოდი მშენებლობაზე, 8 საათისთვის უკან ვბრუნდებოდი რომ სკოლაში წასვლა მომეწრო.

სწავლით კარგად ვსწავლობ, მინდა უნივერსიტეტში ჩავაბარო, მუშაობის მიუხედავად, მაინც ვახერხებ, რომ მაღალ ქულებზე ვისწავლო. ფიზიკურად როცა ვმუშაობ, თავს არ ვზოგავ, ამიტომაც ყველა მიცნობს, იციან რომ სამუშაო მჭირდება და სოფელში თუ რამე საქმეა გასაკეთებელი, სულ მეძახიან.

ამ სემესტრში ინტერნეტი და კომპიუტერი არ მქონდა, ყველა მასწავლებელს დავუკავშირდი და ვუთხარი, ვიმეცადინებ, ფოტოებს გადავუღებ დავალებებს, მესენჯერში გამოგიგზავნით მეთქი.

წელს აბიტურიენტი ვხდები, კომპიუტერულ ინჟინერიაზე ჩაბარება მინდა, სანამ ჩემი პროფესიით დავსაქმდები, იქამდე ბუღალტრული კურსებიც მინდა გავიარო, თბილისში რომ წავალ, ქირის გადასახადიც ხომ მე უნდა ვიხადო და კომუნალურებისაც, ამიტომ სწავლის პარალელურად, უნდა ვიმუშავო.

ამ შემოდგომას, ისევ ონლაინსწავლება თუ იყო, აქ თუ ვერაფერი ვნახე, ვაპირებ თბილისში წასვლას, წინასწარ რომ მოვაგროვო ფინანსები, ონლაინ უფრო მოვახერხებ გაკვეთილებზე დასწრებას და თან ვიმუშავებ.

აბიტურიენტობის დროს, მომზადებით ვერ მოვემზადები, ჩემით უნდა ვიმეცადინო ჩასაბარებლად, ერთადერთი რაც მიჭირს, ინგლისურია, ვერ ვერკვევი ხოლმე, მაგრამ ამისთვისაც მზად ვარ, რომ ჩემით ვიმეცადინო”.

ანგარიშის საშუალებით, რომელსაც ზემოხსენებული გვერდი აქვეყნებს, თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ დიმას და და კიდევ 30-მდე წარმატებულ მოსწავლეს სიღნაღის, ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში – პლანშეტის საყიდლად საჭიროა 345 ლარი. ინტერნეტისთვის – 25 ლარი.

ანგარიში: #GE66TB7218536080100009
#მიმღები: სამოქალაქო ინიციატივა
#დანიშნულება: შემოწირულება განათლებისთვის