LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში სახლის იატაკი ჩაინგრა

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში იატაკი ჩაინგრა.

შემთხვევა ჩუღურეთის რაიონში, კერძოდ კი გოგოლის ქუჩაზე მოხდა. აქ მდებარე იტალიურ ეზოში, ერთ-ერთი სახლის იატაკი ჩაინგრა.

ამ ფაქტს საგანგებო სიტუაციების სამსახურში ადასტურებენ, თუმცა ამბობენ, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.