მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანში მომხდარ შემთხვევაზე ერთი პირი დააკავეს. საქმე ეხება მამისა და შემდეგ პაპის მკვლელობას, რომლის ბრალდებითაც ახალგაზრდა მამაკაცია დაკავებული.
ინფორმაცია სხვადასხვა მედიასაშუალებამ გაავრცელა და როგორც ცნობილია, შსს განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ საქმეზე განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებს.
შეგახსენებთ, მკვლელობა გუშინ საღამოს მოხდა. მეზობლების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცმა მამა და პაპა მოკლა, დანაშაულის ჩადენის შემდეგ კი , მათი თქმით, მეზობლის მანქანა გაიტაცა და მიიმალა.
დღეს მომხდარის მიზეზებზე რამდენიმე ვერსია გავრცელა, თუმცა ზუსტი მიზეზი უცნობია. როგორც ცნობილია, მამაკაცი წარსულში მკვლელობის ბრალდებით იყო დაკავებული, რომელიც ციხიდან ორი დღის წინ გამოვიდა.
