დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი კორონავირუსის მეორე და მესამე ტალღაზე ისევ საუბრობს და ამბობს, რომ დაწყებულია გეგმაზე მუშაობა, თუ როგორ უნდა დახვდეს ჯანდაცვის სისტემა კოვიდ 19-ის მეორე და მესამე ტალღას. ამირან გამყრელიძე ეროვნული გამოცდებსაც შეეხო და თქვა, რომ ამის გამო ინფექციის გავრცელების მომატებული რისკი მოსალოდნელი არაა.
ეროვნული გამოცდები იწყება - წესები, რომლებიც აბიტურიენტებმა უნდა დაიცვან
რა შემთხვევაში უნდა ეკეთოთ პირბადე გამოსაცდელებსა და გამომცდელებს, ასევე, რა დროს შეიძლება კონდიციონერის ჩართვა.
„დღევანდელ ეტაპამდე ეპიდემიას ვაკონტროლებთ, მაგრამ ეს არ გვაძლევს დამშვიდების უფლებას. უკვე მესამე დღეა ერთიანი ეროვნული გამოცდები მიმდინარეობს. სიტუაცია სრულად მართვადია იქაც, დარწმუნებული ვარ, ინფექციის გავრცელების არავითარი მომატებული რისკი არ იქნება, იმდენად გათვლილია ყველა ეტაპი.
ამჟამად სერიოზულად ვმუშაობთ გეგმაზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის გაძლიერებისთვის, რომ თუ მეორე და მესამე ტალღა იქნება გვიან შემოდგომაზე, მას მომზადებული შევხვდეთ. ეს მზადება მრავალმხრივია, ხდება სამედიცინო პერსონალის მუდმივი გადამზადება, ეპიდემიოლოგების, ლაბორატორიული მუშაკების, ტესტირებების გაფართოება“, -აღნიშნა გამყრელიძემ.
