„ტესლა“ უახლოეს მომავალში პირველი სრულად ავტონომიური ავტომობილის წარდგენას აპირებს, ინფორმაცია სიახლის შესახებ ილონ მასკმა უკვე დაადასტურა.
“დარწმუნებული ვარ, რომ ავტოპილოტის მე-5 დონე ძალიან მალე გამოვა, უფრო მეტიც, პირველი ცდების ჩატარებას 2020 წლის ბოლომდე შევძლებთ“ – დააზუსტა მასკმა.
ბიზნესმენი ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენციას ესწრებოდა, სადაც სიტყვით გამოვიდა და გრანდიოზული გეგმები გაამხილა. ბოლო თაობის ავტოპილოტის ტექნოლოგიით აღჭურვილი ავტომობილი მზად ძალიან მალე, 2020 წლის ბოლომდე იქნება.
მასკმა ისიც აღნიშნა, რომ „ტესლაში“ გაგრილების ინოვაციურ სისტემაზეც მუშაობენ, რაც ავტომობილში ბევრად უფრო სრულყოფილი ელექტროული სისტემების დანერგვის საშუალებას იძლევა.
აღსანიშნავია, რომ ოფიციალური სტატისტიკით „ტესლამ“ მხოლოდ გასულ თვეს ჩინურ ქარხანაში აწყობილი 15 ათასი Model 3-ის გაყიდვა შეძლო, რაც მსოფლიოში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე რეკორდული მაჩვენებელია.
