გლდანში, 6 დღის წინ, ლიფტის შახტში ჩავარდნილი 6 წლის ბავშვი გონს მოვიდა. გოგონა ბავშვთა პედიატრიულ “პრივატ კლინიკაში” მშობლებმა მრავლობითი დაზიანებებით მიიყვანეს.
შემთხვევიდან 1 კვირის შემდეგ კი მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა, გოგონა გონს მოვიდა და როგორც კლინიკის ექიმები აცხადებენ, მთავარმა საფრთხემ ჩაიარა.
როგორია ბავშვის მდგომარეობა, რომელიც ლიფტის შახტაში ჩავარდა
გავრცელებული ინფორმაციით, პირველ სართულზე გამოძახებული ლიფტის კარი გაიღო, თუმცა კაბინა არ ჩამოვიდა, ბავშვმა სიცარიელე ვერ შეამჩია, შევიდა და შახტში ჩავარდა.
