LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიღომში კაცი იმიტომ დაჭრეს, რომ მეზობელს არ მიესალმა

დიღომში ცოტა ხნის წინ მამაკაცი იმიტომ დაჭრეს, რომ მეზობელს არ მიესალმა.

მედიასაშუალებების ნაწილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ შუახნის მამაკაცმა მეზობელს ჭრილობები, სავარაუდოდ, ცივი იარაღით  მიაყენა და მიიმალა. ამ დროისთვის დაჭრილი, კლინიკა “ლანცეტში” არის გადაყვანილი, დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობია. 

არსებული ინფორმაციით, დაპირისპირების მიზეზი გახდა ის, რომ დაჭრილი კაცი მეზობელს არ მიესალმა. სავარაუდოდ, კაცი  ცივი იარაღით დაჭრეს. 

ფორტუნა დეტალებს მოგვიანებით მოგაწვდით.