რუსთავში ჯართის ჩამბარებელ პუნქტში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცი გარდაიცვალა.
რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში განაცხადეს, რომ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული მამაკაცი კლინიკაში უკვე გარდაცვლილი მიიყვანა.
წინასწარი ინფორმაციით, ჯართის დამუშავების დროს ჟანგბადის ბალონი აფეთქდა.
