LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

40 გრადუსი სიცხე – როდის აგრილდება საქართველოში

21 ივლისამდე აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის მაღალი ტემპერატურა ნარჩუნდება – ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ჰაერის ტემპერატურა ბარში 35, 40, ქვეყნის მთიან რაიონებში კი 33, 38 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

21-22 ივლისს საქართველოს ტერიტორიაზე შედარებით აგრილდება, დროგამოშვებით იწვიმებს, ზოგან ძლიერად, შესაძლებელია აღინიშნოს ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.

“მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე და მშრალ ხევებში წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყერულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.