“პროკურატურამ დააფიქსირა პოზიცია, რომ ძალისხმევას არ დაიშურებს სიმართლის დასადგენად და დამნაშავების დასასჯელად,”- ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის ბიძამ “ფორმულას” ეთერში საგამოძიებო უწყებაში დღეს გამართული შეხვედრის შესახებ საუბრისას განაცხადა.
შაქარაშვილის მშობლები და ბიძა გენერალურ პროკურორს შეხვდნენ. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, საქმეში ჩართული ის პირები, რომლებიც გამოძიებას კურირებენ, თუმცა კონკრეტულად რა მიმართულებით მიმდინარეობდა საუბარი, ნიკოლაძე არ აკონკრეტებს.
“პროკურატურის მხრიდან ეს არის ეთიკური ნაბიჯი, რომ დაზარალებულს აგრძნობინოს, რომ საქმე არ დარჩება ბევრი კითხვის ნიშნებით”- ამბობს ნიკოლაძე.
მისივე თქმით, არასწორია მოსაზრება, თითქოს ოჯახს კითხვები არ გააჩნია.
“საზოგადოება ამას ღიად განიხილავს, ოჯახი კი საგამოძიებო უწყებასთან არკვევს. ეჭვს აჩენს ყველაფერი, მაგრამ ჩვენ ამისგან არ ვქმნით დრამატულ ვითარებას.”
"ცოტა ხანში ყველა ნახავთ რაც მოხდება" - რა საკითხები განიხილა შაქარაშვილის ოჯახმა გენერალურ პროკურორთან
"განზრახ მკვლელობის მუხლს არ გაუჭირდება"
ნიკოლაძის თქმით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე საკუთარ და ოჯახის პოზიციებს ღიად ვერ აფიქსირებს.
“ჩვენს პოზიციას ხშირ შემთხვევაში ხელოვნურად ვფუთავთ და ბოლოს, ყველა გაიგებთ რა როგორ და რანაირად… ჩემი პოზიციების ძალიან დიდი ნაწილი შეფუთულია, მეტი გამოსავალი ჩვენ არ გვაქვს, თავს ვერ ვიცავთ სხვანაირად”
ამასთან, ოჯახის ადვოკატი მიიჩნევს, რომ გამოძიებამ უნდა დაკითხოს სამხარაულის ექსპერტები და დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე.
„გამოძიებამ უნდა დაკითხოს ბატონი გეჯაძეც, სამხარაულის ექსპერტებიც და საბოლოო ჯამში უნდა გაერკვნენ მართლა რამე ტექნიკური შეცდომაა, უბრალოდ, რაღაცა ტერმინოლოგიური ინტერპრეტეციებია თუ რა ხდება. აქედან გამომდინარე, ეს არ არის ჩვენთვის იმდენად მნიშვნელოვანი საკითხი, რომ წაგვიყვანდა სხვა ვერსიისკენ.
ჰკითხეთ ნებისმიერ ექსპერტს და დაგიდასტურებთ, რომ ამ სითბოში, ამ ტემპერატურაზე, რომ არა მდინარის დაბალი ტემპერატურა, გვამი ბევრად მძიმე ვითარებაში იქნებოდა. შესაბამისად, გიორგის ცხედრის იმჟამინდელი მდგომარეობა ადასტურებს წყალში მყოფობას“, – განაცხადა ნიკოლაძემ.
საქართველოს გენერალური პროკურატურა გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სრულწლოვანი ბრალდებულებისთვის წინასასამართლო სხდომის ერთი თვით გადავადებას ითხოვს. წინასასამართლო სხდომა 2020 წლის 31 ივლისსაა ჩანიშნული.
გადავადების მიზეზად პროკურატურა სრულყოფილი გამოძიების ჩატარებისთვის ექსპერტიზების დასრულებას, ინფორმაციის ანალიზსა და დამატებით საგამოძიებო მოქმედებებს ასახელებს.
დღეს შიშისგან გული უნდა გქონდეთ გახეთქილი და არა ექსპერტს ან გვარამიას ებრძოდეთ! – ირინა სარიშვილი
